კომაროვის სკოლის მოსწავლე, თეკლა აგლაძე კანტის აკადემიის მიერ გამოცხადებულ პროექტებში ჩართული ყველაზე ახალგაზრდა და წარმატებული მონაწილეა!

კანტის აკადემიამ თეკლას სპეციალური სერტიფიკატი გადასცა, ხოლო კომაროვის სკოლას - მადლობის სიგელი -  კრეატიული, შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნებით გამორჩეული მოსწავლის აღზრდისათვის.

 

კანტის აკადემიის პროგრამები დაფუძნებულია არაფორმალური განათლების ელემენტებზე, სადაც განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პრაქტიკულ სავარჯიშოებზე, ექსპერიმენტულ სიმულაციებსა და როლურ თამაშებზე სწავლების პროცესში.

 

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები დაეუფლნენ ეფექტური კომუნიკაციის ხელოვნებას, იდეების გენერირებისა და განვითარების უნარ-ჩვევებს, საჯარო გამოსვლებისა და კომუნიკაციის თანამედროვე ტექნოლოგიებს.

 

კომაროვის სკოლა ულოცავს თეკლა აგლაძეს და მადლობას უხდის კანტის აკადემიას სიგელისათვის. 


ზემოთ